შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები განისაზღვრება კატეგორიების და ქვეკატეგორიების მიხედვით:
AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით;
C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.