ტელეკომპანია “იმედზე” ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ვრცლად ისაუბრა არასამთავრობო სექტორზე.
მისი თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მესამე სექტორთან სიტუაცია “დაალაგა” და არასამთავრობო სექტორი “თავისიანებით” დააკომპლექტა.
“ნაციონალებმა“ ეს თავის დროზე დაალაგეს, მოარგეს იმ მექანიზმს, რასაც ამერიკა ითხოვდა და ჰყავთ იქ თავისი ადამიანები ჩანერგილი, როგორც კაპიტანი გიგაური.
აბა, ნახეთ, ვინ აკეთებს ველს?! CRRC და მეორე სახელი არ მახსოვს. კვლევებს უკვეთავენ ისეთ ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ მონაცემები, ამათ დააფუძნეს ორგანიზაციები რომლებსაც აქვთ ეს მონაცემები. მგონი, სხვა ორგანიზაციები არც არიან.
არანაირი მეთოდიკა არ იმუშავებს კვლევაში, თუ კითხვა სწორად არ დასვი. მე NDI-სა და IRI-ში ეჭვი არ მეპარება, დიდი ინსტიტუტები არიან, მადლიერების მეტი არაფერი მეთქმის არც მე და არც გუნდს, მაგრამ “ამათი” დაფუძნებული კომპანიებით ვღებულობთ ამ უბედურებას.
ეს არ არის ჩვენთვის პრობლემა, ისევე, როგორც არაა პრობლემა ის, რომ განცდა გაჩნდეს, თითქოს, აშშ “ნაციონალებს” უჭერს მხარს. ამის საპასუხოდ მე მაქვს პასუხი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის: ასეთი მხარდაჭერა საქართველოს მისი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არ ჰქონია არასდროს”, _ აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
“საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ივანიშვილის საპასუხპდ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მას კაპიტნის ქუდი ახურავს: „ესაა ჩემი კომენტარი“, _ წერს ეკა გიგაური.