გუდაურში ასეთი რამ უკვე მეორეჯერ ხდება _ გასულ კვირას უშუქობის გამო საბაგიროების მუშაობა შეფერხებული იყო და მხოლოდ 2 საბაგირო იყო ჩართული. დღეს, გუდაურში შუქი ავარიულად გამოირთო, შუქის მოსვლის შემდეგ კი საბაგიროებმა უმართავად დაიწყეს მოძრაობა.
კახა ხიზანიშვილის მიერ გავრცელებულ ამ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ისინი ძალიან დიდი სისწრაფით მოძრაობენ, ადგილი ჰქონდა უკუსვლით მოძრაობასაც.
ინციდენტის გამომწვევ მიზეზად სამუხრუჭე სისტემის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება. ოფიციალური ცნობით, დაშავებულია 10 ადამიანი.