სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და მასთან დაკავშირებული ლეგენდები გაგახსენდეთ.
მაგალითად, წყლის დალევა, მაღლა ახედვა, ქაღალდის ყუთში სუნთქვა, შეშინება და ა.შ.
ამ ხალხურ მეთოდებს კარგი იქნება, თუ ერთ ნაცად ხერხს დავუმატებთ: სლოკინის დროს ყელი ყინულით დაიზილეთ.
ასე მოახდენთ ნერვული იმპულსების ბლოკირებას, რომელიც აღიზიანებს დიაფრაგმას და იწვევს სლოკინს. ეს პროცედურა განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულში.