მსოფლიოში ბოლო პერიოდში კვებას დიდი ყურადღება ეთმობა. ბევრი ადამიანი ითვალისწინებს დიეტოლოგების რჩევებს, მაგრამ ერთ–ერთი საუკეთესო მეთოდი მაინც შელტონის ცხრილის მიხედვით კვებაა. ეს ემყარება განცალკევებულად საკვების მიღებას, ანუ გარკვეული პროდუქტი შეიძლება მივიღოთ სხვა რამესთან ერთად, ზოგი პროდუქტი კი – არა.
შელტონის მიხედვით დილა ხილით უნდა დავიწყოთ. ერთ საათში შეგვიძლია ვისაუზმოთ. მაგალითად, ყველი და პური ერთად მისაღებია, კარაქი და პურიც, მაგრამ დაუშვებელია ხორცი და პური, კარტოფილი და პური, ხორცი და კარტოფილი.
ერთად არ შეიძლება პამიდორი და კარტოფილი, ცხიმები არ უნდა შევურიოთ, სალათებზე ცხიმი არ უნდა მოვასხათ, ერთად კარგია ბოსტნეული და ხორცი. საერთოდ, ხილი ცალკე უნდა შევჭამოთ, არ დავაყოლოთ სადილს.
ტკბილეული სხვა დროს უნდა მივიღოთ. ჭამიდან ჭამამდე 3 საათი უნდა გავიდეს. როცა დიდ სუფრასთან მოხვდებით, უნდა აირჩიოთ – ან ხორცეული შეჭამეთ, ან ფხალეული. თუ დესერტიც გინდათ, მაშინ დრო დაინიშნეთ და 3 საათში მიირთვით ან ხილი, ან ნამცხვარი, ან თხილი.
მოკლედ, მთავარია პროდუქტების ცალ–ცალკე მიღება და არა ერთად. საბოლოო ჯამში ისე გამოდის, რომ ყველაფერს ვჭამთ, მაგრამ ზომიერად და გონივრულად, ანუ ჩვენ ვფიქრობთ და ისე ვიკვებებით, რაც ჯანმრთელობის საწინდარია.
ავტორი