ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად იცის, როდის უნდა მოვიდეს, როდის იქნები მზად ამისთვის. მზად ყოფნა რას ნიშნავს? დაარწმუნე საკუთარი თავი, რომ ბედნიერებისთვის არავინ გჭირდება. დაივიწყე მონათესავე სული და იზრუნე საკუთარი თავის სრულყოფაზე. შექმენი შენი სამყარო და ნება მიეცი სხვებს, თვალყური ადევნონ მას.
გაიგე, რა გინდა, იპოვე საკუთარი სურვილები, დაიწყე ბრძოლა მიზნებისთვის და როცა საკუთარ გზას იპოვი, სწორედ ამ გზაზე შეხვდები მეორე ნახევარსაც.
ჩვენს საუკუნეში ბუნებრიობის დეფიციტია, რაც ამ უკანასკნელს ასე მიმზიდველს ხდის. ნუ მოექცევი ტრენდებისა და მოდის ჩარჩოებში. იყავი ის, რაც ხარ და გააცანი სამყაროს შენი თავი. არ დაგავიწყდეს, რომ ნამდვილს ყველა შეგიყვარებს.
ზოგჯერ ცხოვრება არჩევანის წინაშე გვაყენებს და გვიღებს კარს, რომელში შესასვლელადაც საკუთარი პრინციპების ზღურბლთან დატოვება გვიწევს. ნუ დაახურინებ სამყაროს ყველა კარს და ნუ ეტყვი უარს სიახლეებს. ვინ იცის, იქნებ მეორე ნახევარს სწორედ იქ შეხვდე, სადაც ყველაზე ნაკლებად წარმოიდგენ.
თუკი ვინმე ძალიან მოგწონს, მას მაშინვე მეუღლის იარლიყს ნუ მიაკრავ. აცადე დროს, შექმნას და განავითაროს ურთიერთობები. დაჩქარება დაძაბავს პარტნიორსაც და შეიძლება ყველაფრის არევის მიზეზიც გახდეს.