დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ თუ დილით არ შეჭამთ, ვახშმის დროს, ორგანიზმი მინიმუმ ორჯერ მეტ საკვებს მოგთხოვთ, რომ ძალები აღიდგინოს. შეიძლება უჭმელობის მიზეზი ისაა, რომ მადა არ გაქვთ, მაგრამ ამის გამოსწორებაც შეიძლება. დაიწყეთ დღე მწვანე ჩაით და თაფლით. სხვათა შორის, ყველაზე კარგი დრო საუზმისთვის გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგაა, იდეალური დრო კი, როგორც ექიმები გვირჩევენ, დილის 7- დან 9 საათამდეა.
მათთვის, ვისთვისაც მწვანე ჩაი თაფლით არაა საკმარისი, ათასობით ვარიანტი არსებობს გემრიელი საუზმისთვის. კლასიკური ფრანგული საუზმე: კრუასანი, კარაქი, კვერცხი, ფორთოხლის წვენი, ჯემი და ყავაა.
თურქული საუზმე – ლავაში ყველით, ზეთისხილი და ყავა. ან, შეიძლება ინგლისური საუზმე სცადოთ – შემწვარი კვერცხი ბეკონითა და ჩაის ნამცხვარი.
დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ იდეალური საუზმე უნდა შეიცავდეს დღის ნორმის 1/3 ცილას, 2/3 ნახშირწყლებს და 1/5 – ზე ნაკლები რაოდენობის ცხიმს და რა თქმა უნდა, ვიტამინ C-ს.
დავიწყოთ ცილით. ის გმუხტავთ მთელი დღის მანძილზე. მას შეიცავს: კარაქი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თხილი, მზესუმზირა და სოკო.
ნახშირწყლები – ცარიელი ენერგიაა, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გასაღვიძებლად, მაგრამ არსებობს ერთი ნიუანსი: მისი მიღება უმჯობესია არა შაქრის და არაჯანსაღი პროდუქტების მეშვეობით, არამედ ხილისა და რძის პროდუქტების მიღებითაც. კარგი იქნება, თუ დილით მიირთმევთ შვრიის ფაფას და პურს, რომელიც დიდი რაოდენობით ხორბალს შეიცავს.
უპირატესობა მიანიჭეთ ადგილზე დაფქულ ყავას და არა ხსნადს. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ხსნადი ყავა ნედლეულის ნარჩენებისგან მზადდება და არაფერს კარგს მსგავსი სასმელისგან არ უნდა ელოდოთ. ჩაის მოყვარულებმა შეგიძლიათ შავი ჩაიც მიირთვათ, დღის დასაწყებად, ასევე ძალიან კარგია კაკაოს დალევა.
































































