ექიმები გვირჩევენ, რომ თუკი არ გვაქვს ანთება, თავი ავარიდოთ ანტიბიოტიკებს, რომელსაც ბევრი ადამიანი იყენებს გაციების სამკურნალოდ. დაიმახსოვრეთ, ვირუსთან ბრძოლაში, ანტიბიოტიკი არაეფექტურია, თანაც, არასაჭიროდ მიღებულმა პრეპარატმა შეიძლება დაგისუსტოთ რეზისტენტობა კონკრეტული პრეპარატის მიმართ.
არსებობს ორი პრაქტიკული მანევრი, რაც დაგვეხმარება ცხვირის გაგუდვის მოხსნაში სწრაფად და ეფექტურად.
„ჩაისუნთქეთ ღრმად და არ ამოისუნთქოთ მანამ, სანამ შეძლებთ სუნთქვის შეკავებას; როდესაც საბოლოოდ მოგიწევთ ამოსუნთქვა, თქვენი სინუსები ავტომატურად დაიწყებს გაწმენდას, რადგან თქვენი ტვინი გადავიდა გადარჩენის რეჟიმზე, ის მიხვდა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ სუნთქვა და გაკლიათ ჟანგბადი“.
„ენა მტკიცედ დააჭირეთ პირის ღრუს. შემდეგ ორჯერ შეეხეთ ორი თითით შუბლსა და ცხვირს შორის. გაათავისუფლეთ ენა. შემდეგ გაიმეორეთ ამის გაკეთება 20 წამის განმავლობაში“
ჯანჯაფილის ჩაის შეუძლია ცხვირში ანთება ჩააქროს და გაადვილოს სუნთქვა.
„ჯინჯერი წლების განმავლობაში გამოიყენება ჩინურ მედიცინაში. მას აქვს ანტიჰისტამინური ეფექტი ალერგიული რინიტის მქონე ადამიანებში. მას ასევე შეუძლია დათრგუნოს ციტოკინები – უჯრედის სასიგნალო მოლეკულები, რომლებიც მონაწილეობენ ანთებით პროცესში“.