https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

    დონალდ ტრამპი – მე შევაჩერე ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში

    ვოლოდიმირ ზელენსკი _თუ უკრაინა პუტინს არ შეაჩერებს, ის ევროპაში შეიჭრება

    ანტონიო გუტერეში – აშშ-სა და რუსეთს შორის ბირთვულ შეიარაღებაზე კონტროლის შეთანხმების ვადის გასვლა სახიფათო მომენტს წარმოადგენს

    სანჩესი ნამდვილი ფაშისტი ტოტალიტარისტია _ ილონ მასკი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

როგორაა და რაზე წყდება გული ნიკა მელიას _ “ინტერვიუ 224-ე საკნიდან”

6:02; 28.02.2021
ფეისბუქსტატუსები
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ნაციონალური მოძრაობის” პარტიის თავმჯდომარე ნიკანორ მელია სოციალურ ქსელში ინტერვიუს ავრცელებს სახელწოდებით _ “ინტერვიუ 224-ე საკნიდან’.

1. როგორ ხარ?

იცი რა, მჯეროდა რომ მხნედ ვიქნებოდი. მაგრამ ვერ წარმომედგინა, თუ ასე. ეტყობა, ფსიქოლოგიურად კარგად ვიყავი მზად. თან, დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ის მოქმედებს დადებითად, რომ საერთოდ ხინჯს ვერ ვგრძნობ ჩემ სიმართლეში. სრულიად მობილიზებული ვარ ბრძოლის შემდეგი ეტაპისთვის.

2. როგორი კამერა გაქვს? ეტევი ამხელა კაცი?

კი ვეტევი. 2 ლოგინი დგას და მრავალფეროვნებისთვის, ხან ერთზე ვიძინებ, ხან მეორეზე. ჩემ გემოზე ვაწყობ. დავალაგე გუშინ. საწოლების ქვეშ რკინის უჯრებია და წიგნები იქ შევინახე. ციხის მაღაზიაში ვიყიდე ე.წ. ნაჩნიკი, რომ კითხვა შევძლო. პლაკატებიც უნდა შემოვატანინო და გავაკრა კედლებზე, რომ საავადმყოფოსავით სტერილურ გარემოში არ ვიყო.

3. კარგად გძინავს?

საოცრად გამოვიძინე პირველი ორი დღე. თან ძალიან გადაღლილი და უძინარი ვიყავი. ისე, ასეთ სიჩუმეში, არასდროს მიძინია. ყველაფერში შეიძლება დადებითის პოვნა.

4. ტელევიზორი გაქვს?

2 დღის წინ ამიწყვეს და პირველი რაც ჩაირთო, იმ სამარცხვინო პროკურორის ბრიფინგი იყო. მაგრამ მთავარი, რაზეც გავგიჟდი სიხარულით, ისაა, რომ “მთავარი არხი” მაქვს და მთელი დღე ვუყურებ. მეგონა და გაგონილი მქონდა, რომ ციხეებში არ აჩვენებდნენ, და თვალი რომ მოვკარი, კინაღამ შევხტი სიხარულით. მთავარის გარეშე ნამდვილად არ იქნებოდა ადვილი. ახლა მუდმივად ჩართულია და უცნაურია, მაგრამ თითოეულ სიტყვას, ლამის სარეკლამო ჭრებს ვუსმენ. ეტყობა, ასე ხდება ციხეში, როცა ტელევიზორი ერთადერთი დამაკავშირებელია გარესამყაროსთან.

5. რას გაჭმევენ და შენ თუ ჭამ?

დღეში სამჯერადი კვებაა, მაგრამ მე მარტო ერთხელ ვჭამ. ყველაფერი უნდა გამოიყენო როგორც შესაძლებლობა, და აქაც ასე ვარ – დიეტაზე ვარ, სანამ გამოვალ, ფორმაში უნდა ჩავდგე. თუმცა, მგონია, სწრაფად გამოვალ და ბევრის დაკლებას ვერ მოვასწრებ. გუშინ ვჭამე ლობიო და სტაფილოს სალათა. ნორმალური იყო, აუგს ვერ ვიტყვი. გუშინწინ – ბარდის ძალიან გემრიელი წვნიანი, ოდნავ ცხარე და მაკარონი “პა ფლოცკი”, ის არ იყო გემრიელი და ვუთხარი კიდევაც, რას ჰგავდა ესთქო.

6. გყოფნის ერთჯერადი ჭამა?

პრინციპში კი. თუ მომშივდა, ოჯახის მიერ გამოგზავნილ ვაშლს ან ბანანს ვჭამ.

7. რა ნომერია შენი საკანი?

224

8. გითვალთვალებენ კამერაში?

კი, მუდმივი თვალთვალია, 2 კამერის მეშვეობით.

9. რა გაკლია ყველაზე მეტად?

სოლიდარობისა და მხარდაჭერის ემოცია. ხალხი მაკლია ანთებული თვალებით. იმდენი პოზიტიური ენერგია, რაც ოფისში ყოფნისას მივიღე, ალბათ დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში ჯამში არ მიმიღია. მგონია, იმხელა მარაგი დავაგროვე, ახლაც ეს ენერგიაა მთავარი მამოძრავებელი და საერთოდ ვერ ვგრძნობ ციხეს გარედან, ვგრძნობ თავისუფლებას შიგნით, ჩემში.

10. უყურე დღეს მიტინგს და კარვების გაშლას? რას ფიქრობ? დაინახე ისევ ანთებული თვალები და თავისუფლებისთვის ბრძოლა?

კი, ვუყურე და ძალიან ვინერვიულე, რომ იქ არ ვიყავი. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ხალხი არ ნებდება და პირიქით, სულ უფრო და უფრო გრძნობს გამარჯვების გემოს. ჩემი გამოსახულებით პლაკატს რომ შევხედე, განცდის გაორება მქონდა: თან უხერხულობისგან მეცინებოდა, თან ძალიან ამაღლებული გრძნობა მქონდა, ძალიან გამიხარდა.

11. რა გაკლია, გავიგე და ვინ გაკლია ყველაზე მეტად?

სანდრო. რა თქმა უნდა, სანდრო. ჩემებს უთქვიათ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის? ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან, რატომ არ ვრეკავ, არ ვიცი, მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ. რამე, მივლინებაზე უფრო გასაგები. ერთი, რაც მამშვიდებს, ისაა, რომ გაიზრდება, იუთუბში ან გუგლში შევა, ნახავს ჩემ ამბებს და იმედი მაქვს იამაყებს, ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება და რომ მოვუტანთ, ეჭვიც არ მეპარება.

12. ტელევიზორი რომ ჩავრთე, პირველი იმ პროკურორის ბრიფინგი ვნახეო. რა რეაქცია გქონდა და რას უპასუხებ მის შემოთავაზებას გირაოს გადახდაზე?

არ დაგიმალავთ, ბევრი ვიცინე. ჯერ თვითონ პროკურორია სასაცილო პერსონაჟი, ჩუმად, გრძლად და გაუგებრად მოლაპარაკე. მერე მისი გამოსვლის შინაარსი სრული ბოდვა და დასაცინი. ნული შანსი, რა გირაო უნდა გადავიხადო, მსგავსი სისულელე რამ მოაფიქრათ? ეტყობა ძალიან შეშინებული არიან საერთაშორისო გამოხმაურებებით. შემოაქვთ ჩემთან ყოველდღე და ვკითხულობ. სწორად არიან შეშინებული. რაც შეეხება გირაოს მესამე პირის მიერ შეტანას, ღიად ვამბობ, ვინც ფსევდო ალტრუისტული მიზეზით, ბიძინას დავალებით შეიტანს გირაოს, ის ივანიშვილზე დიდი მტერი იქნება ჩემი. ღიად ვამბობ და ვაფრთხილებ ყველას.

13. სპეცოპერაციის დღე გაიხსენე, შენი აყვანის მომენტიდან მოყოლებული.

როგორც კი გამომიყვანეს, პირველივე კიბის უჯრედზე გამომძიებელმა წამიკითხა განჩინება და დამადო ხელბორკილები. სამივე სართულის კიბის უჯრედზე კორიდორი იყო გაკეთებული და ორივე მხარეს 2-2 რიგად იდგნენ სპეცრაზმელები. თავიდან ძალიან უხეშობდნენ და ხმამაღლა დავიყვირე, გულიც რომ ამომაცალოთ და სულიც რომ ამომიღოთ, ტყვიაც რომ დამახალოთ შუბლში, მაინც მე ვარ თქვენზე გამარჯვებული და შეწყვიტეთ ძალადობათქო. პირველ სართულზე რომ ჩამიყვანეს, გადავსებული იყო იქაურობა, ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ იყო. სამი წუთი პაუზა იყო, სიგნალს ელოდნენ, ვიდრე გარეთ გამიყვანდნენ. ეს სამი წუთი ყველა მათგანი მე მიყურებდა ინტერესით. გამიყვანეს ბოლოს და ჩამსვეს მანქანაში. არ უძალადიათ. ორივე მხარეს სპეცრაზმელი მეჯდა. წინ – მძღოლი. აშკარად არ იყო თბილისიდან, შსს-ს სამმართველოს ვერ მიაგნო, სად უნდა გადაეხვია და რა გზით ევლო, არც იცოდა. ხელბორკილიანი ხელი დავადე და ვკითხე, საიდან ხარ, საიდან ჩამოგიყვანეს, აშკარად წარმოდგენა არა გაქვს გზებზეთქო. დანარჩენებმა გაიცინეს. შემიყვანეს ორთაჭალში, სამმართველოში. 25 წუთი ვისხედით გაუნძრევლად. ბოლოს შეცვალეს ისინი ვინც გვერდით მეჯდა ორი ახალი, უფრო წარმოსადეგად ჩაცმული სპეცრაზმელით. 5 წუთიც მოიცადეს და გადამიყვანეს. რომ გადავედი, დამხვდა სამი კამერა, ბუმერი, და ათამდე გადამღები პერსონალი. მივხვდი, რომ დამამცირებლად უნდოდათ ხელბორკილებით ჩემი შეყვანა და ამის გადაღება, რომ მოგვიანებით ეჩვენებინათ. არ მივეცი ამის შესაძლებლობა. ბოლო ხმაზე ვუყვიროდი, გავრილოვებს და ვაგინებდი ივანიშვილს. ამის გადაღება შეძლეს და თუ უნდათ, აჩვენონ, მე წინააღმდეგი არ ვარ. რამდენადაც ვიცი, არ უჩვენებიათ. ძალიან დაბნეულები იყვნენ. შემიყვანეს შენობაში, ე.წ. ოპერების ოთახში. მოვითხოვე ტვ ჩაერთოთ და ჩამირთეს. ავტომატურად მთავარი არხი ჩაირთო, თან შენ იყავი ეთერში, დავცინე, რა იყო, თქვენც მთავარს უყურებთთქო. რამდენიმე წუთი მაყურებინეს და მერე გამომირთეს, გარედან მიიღეს ინსტრუქცია.

14. ჰქონდათ შენთან საუბრის წამოწყების მცდელობა?

კი, თან ხაზგასმულად კეთილგანწყობილ ტონალობაში. ერთ-ერთმა, ჩემი სკოლის დირექტორი ვნახე თქვენს ოფისში სპეცოპერაციისას, თქვა დანანებით. და სად უყურე სპეცოპერაციას, მთავარზეთქო და გაეცინა.

15. როგორ შეაფასებ პოლიციელების ქცევას?

როგორც მონების. თან აგრესიულები, მაგრამ დროს რომ იხელთებენ, მთელი თავისი ქცევით რომ გაჩვენებენ, რომ თუ ყველაფერი შეიცვლება, ახალ პატრონს გადავბარდებით და ვემსახურებითო. გვეშველება რამე? ამას ეკითხებოდნენ, როგორც კი დროს იხელთებდნენ. ერთ-ერთმა, ვინც ოფისიდან შსს-მდე და შსს-დან ციხემდე მომაცილა, რამდენჯერმე გაიმეორა – საყლევეთში ვცხოვრობთ. მოკლედ, კუთხეებს ამრგვალებდნენ, როგორც შეეძლოთ. ამის შემხედვარემ ზუსტად მივხვდი, რომ ეს სისტემა უნდა დაინგრეს და ეს ხალხი არავინ უნდა გადაიბაროს, თორემ არასდროს დამთავრდება მოძალადე პოლიცია.

16. რას ეტყვი პარტიას, რომლის თავმჯდომარეც ციხეშია?

ვეტყვი იმას, რომ მეგონა გიცნობდით და ყველაფერი ვიცოდი თქვენზე, მაგრამ ვცდებოდი. შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ თუ გინდა გყავდეს თანაგუნდელები და მეგობრები, აი ასეთები უნდა ინატრო, როგორებიც ნაციონალურ მოძრაობაში არიან. უდიდეს ვალში ვარ თითოეულ თქვენთაგანთან. მარტო მე კი არა, მთელი ქვეყანა. და არამარტო თანადგომისა და თავისუფლებისთვის, დაუღალავი ბრძოლისთვის. იმისთვისაც, როგორც სპეცოპერაციისას მოიქეცით, არცერთი ნაბიჯით, რომ არ გადაუხვიეთ მშვიდობიანი წინააღმდეგობის გეგმას და არ მიეცით პროვოკაციის შესაძლებლობა სწორედაც, რომ პროვოკაციისთვის მოსულებს. სხვაგვარად, რომ მოქცეულიყო ერთ-ერთი ჩვენთაგანი მაინც, დღეს ეს საერთაშორისო შტურმი კი არ იქნებოდა, დაზარალებული პოლიციელების ფოტოებითა და კადრებით იქნებოდა გამოტენილი ყველაფერი და ელჩები მთავრობასთან ერთად მათ მოსანახულებლად ივლიდნენ. ახლა კი ჩვენ ვართ სრულიად გამარჯვებულები, ოცნება კი კატასტროფულ ვითარებაში. მთავარია, ახლა სრული მობილიზაცია და იმის რწმენა, რომ გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა.

17. ოჯახს რას ეტყვით?

ყველაფერი კარგად არის. ისტორიის სწორ მხარეს ვარ და ამაზე უკეთესი ვერაფერი მოხდებოდა. ციხეში ყოფნაზე უარესი კიდევ ბევრი რამე შეიძლება იყოს. არ ინერვიულონ და სანდროს მიხედონ. განცდა მაქვს, რომ აქ დიდხანს ყოფნა არ მომიწევს. მაგრამ თუ მომიწევს, მზად ვარ ამისთვისაც, ვიყო ბოლომდე, ვიდრე არ გავიმარჯვებთ.

18. რაზე გწყდება გული?

არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ სჯობს ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ. ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაციონალური მოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე, არაფერზე.

19. რა არის შენთვის გამარჯვება, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა?

არავითარი ჩემი გათავისუფლება, ან ნებისმიერი სხვა რამ, არავითარი მთავრობის გადადგომა – წავლენ ესენი, მოვლენ ახალი მონები. გამარჯვება არის ვადამდელი არჩევნები წელს, უპირობოდ. და მხოლოდ ამასთან პაკეტში ნებისმიერი დანარჩენი, მათ შორის ჩემი თუ სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პოლიტდევნის შეწყვეტა. მხოლოდ ახალი არჩევნები, სადაც ოცნება დამარცხდება და მოვიპოვებთ თავისუფლებას, როგორც შენ ამბობ. დანარჩენი თავისით დალაგდება.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4 თებერვალი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7 იანვარი, 2026
ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30 დეკემბერი, 2025

საქართველოში ე.წ. ბრიტანული შტამი სულ 31 ადამიანს დაუდასტურდა

თანამშრომლობისთვის მზაობა - სამხრეთ კორეა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დაეხმარება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მაშველი ემსხვერპლა

21:07; 8.02.2026
საზოგადოება

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე გარდაიცვალა

19:16; 8.02.2026
პოლიტიკა

კობახიძე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების დღე შეგვახსენებს პასუხისმგებლობას, დავუბრუნოთ დედაუნივერსიტეტის სტატუსი

18:18; 8.02.2026
პოლიტიკა

რა წერია ევროკომისიის კვლევაში ანაკლიის პორტის შესახებ

16:36; 8.02.2026
პოლიტიკა

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს საპრიზო ადგილების დაკავებისთვის ფულადი ჯილდოები გადაეცემათ

14:48; 8.02.2026
სამართალი

პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, სექსუალური ხასიათის იძულების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

13:51; 8.02.2026
მსოფლიო

ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

13:19; 8.02.2026
პოლიტიკა

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

13:02; 8.02.2026
საზოგადოება

“კლდოვანი მასა ჩამოვიდა, დროებით იკრძალება მოძრაობა”

12:43; 8.02.2026
მსოფლიო

მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

11:54; 8.02.2026
ზაფრანი

მიხეილ მესხის მაისური

11:08; 8.02.2026
სამართალი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

10:57; 8.02.2026
სამართალი

მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

10:51; 8.02.2026
ზაფრანი

სლავა და ბობიკა

10:29; 8.02.2026
ზაფრანი

„დავსაჯეთ, შავ დღეში ჩავაგდეთ გაბელიაო…“

10:16; 8.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

10:26; 4.02.2026
0

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო