გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერს და 2020წ. 1-2 იანვარს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში მცირე ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +8, +13 გრადუსია მოსალოდნელი.
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.
საინტერესოა, რომ დედაქალაქში თოვლი ახალი წლის ღამეს ბოლოს 2009 წელს აღინიშნა, რა დროსაც თოვლის საფარის სიმაღლემ 3 სმ შეადგინა. ქ. ბათუმში კი 1993 წელს, აქაც თოვლის საფარის სიმაღლე 3 სმ იყო.