გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 – 28 აპრილს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27 გრადუსი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +18, + 23 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება 29 – 30 აპრილს, როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ცალკეულ რაიონებში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.