გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 მარტს დღისით, საქართველოში, უმეტესად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ქარბუქი და თოვლის ზვავები.
მათივე ცნობით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი.