დასავლეთ საქართველოში დღეს ზოგან ზომიერი წვიმაა მოსალოდნელი, იწვიმებს ხვალ, დღის პირველ ნახევარშიც, ხოლო დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს: გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ გაუცხადა.
“დღეს თუ დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +24, +26 გრადუსია, ხვალ შეიძლება +30 გრადუსამდე მოიმატოს. უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 26 ივნისის დღის ბოლომდე. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივნისს დაფიქსირდება +31, +33 გრადუსი. 26 ივნისის საღამოს საატებიდან კი ისევ ცივი ჰაერის მასები შემოვა, იწვიმებს, დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი”,_ ამბობს გვაზავა.
როგორც გვაზავა აღნიშნავს, დასავლეთ საქართველოში შემოსული ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ საქართველოს ამინდზეც მოახდენს გავლენას.
“შემოსული ცივი ჰაერის მასები აღმოსავლეთ საქართველოზეც მოახდენს გავლენას. გამოიწვევს ხანმოკლე ხასიათის წვიმებს და დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერებას. 29-30 ივნისს დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, თუმცა არა ისე, როგორც დასავლეთ საქართველოში”,_ განაცხადა გვაზავამ.