გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, პირველ აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან მხოლოდ ცალკეულ რაიონებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +37 გრადუსის ფარგლებში იქნება.
სააგენტოს ცნობითვე, თბილისში პირველ აგვისტომდე შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება.