სანაპირო კურორტებზე შემოდგომის მსგავსი ნაცრისფერი და შედარებით გრილი დღეები კვლავ შენარჩუნდება.
მომდევნო 4 დღის განმავლობაში, სანაპიროზე კვლავ დროდადრო იწვიმებს და ტემპერატურა კვლავ არასეზონურად დაბალ ნიშნულზე დარჩება, გაითვალისწინეთ ზაფხულის კურორტებზე დასვენებისთვის არახელსაყრელი ამინდის პირობებია.
დასავლეთ საქართველოზე – გრილი ჰაერის მასები ზეგიდან მოახდენს გავლენას და ასევე დროდადრო იწვიმებს, ტემპერატურა კი დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში – უახლოეს დღეებში მხოლოდ ზოგანაა მოსალოდნელი ხანმოკლე წვიმა, ძირითადად შენარჩუნდება მაღალი ტემპერატურა და მშრალი ამინდი.
ვისურვებ მალე გახაროთ მზიანი დღეების ამბავი… _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.































































