უახლოეს დღეებში საქართველოში ზაფხულისთვის დამახასიათებელი ამინდის პირობები შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში +35, +37, დასავლეთში +31, +33, სანაპირო კურორტებზე +29, +31 გრადუსი.
დროდადრო შესაძლოა მოიღრუბლოს, მაგრამ ძირითადად მზიანი, სტაბილური ამინდია მოსალოდნელი, მხოლოდ მაღალმთიან ზონაშია შესაძლებელი საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმა, ელჭექით.
გისურვებთ ლამაზ დღეებს. _ წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.































































