21 სექტემბრიდან 26 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში, მათ შორის გურიაშიც, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი.
“იქნება ინტენსიური წვიმა, კვირას გამოიდარებს. 25-26 სექტემბერს ღამით ტემპერატურა მაღალმთიან რაიონში +3, +5 გრადუსის ფარგლებში იქნება, დღის ტემპერატურა +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება. შესაბამისად დაბლობ რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება, ღამით დაახლოებით +13, +15 გრადუსი. დროგამოშვებით გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. 26 სექტემბრიდან კი გამოიდარებს”,_ განუცხადა “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ.