“მომდევნო 2 დღის განმავლობაში, 26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება, დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან პერიოდულად ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი ელჭექით.
დღის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +19-დან +21°C-მდე იმერყევებს.
ეს ტემპერატურული ფონი კლიმატურ სტატისტიკასთან მიმართებაში ნორმაა და ამასთანავე კომფორტული”,_ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.





























































