გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 24 ნოემბრიდან გამოიდარებს, ხოლო აღმოსახლეთ საქართველოში ტემპერატურის კლებაა მოსალოსნელი.
“22 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.
23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი.
24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში მოთოვს, ხოლო ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.
25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
თბილისში 22 ნოემბერს, 23 ნოემბერს დილის საათებში და 24 ნოემბერს დღისით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის ტემერატურა 22-23 და 25-26 ნოემბერს +11, +13, ხოლო 24 ნოემბერს +7, +9 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება”, _ ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.