გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 სექტემბერს ქუთაისში წვიმა და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით +21 გრადუსი და წვიმა იქნება, ღამით კი +20 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
მესტიაში უნალექო დღე და +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეშიც, სადაც დღისით +25 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
+24 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +11 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსი იქნება.
გორში ნალექიანი დღე და +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.
წვიმაა მოსალოდნელი გუდაურშიც, დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა და +26 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
რუსთავში იწვიმებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქშიც წვიმაა ნავარაუდები.