დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ განახლებულ ცნობებს აქვეყნებს გარემოს ეროვნული სააგენტო.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, 9 ივლისს ქუთაისში ნალექიანი დღე და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +21 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +22 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ზუგდიდშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +21 გრადუსი იქნება.
მესტიაში იწვიმებს, დღისით +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +38 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია უხვი ნალექი.
ჭიათურაში იწვიმებს, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +15 გრადუსამდე დაიწევს.
+27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +14 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება.
გორში უხვი ნალექი და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +18 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
წვიმიანი დღეა მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +14 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე და +25 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +16 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. დედაქალაქში წვიმაა მოსალოდნელი.