დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ ინფორმაციას აქვეყნებს.
სინოპტიკოსთა ვარაუდით, 15 ივლისს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +34 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +21 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +33 გრადუსი იქნება, იწვიმებს, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს ბათუმშიც. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ფოთშიც, სადაც დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +23 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა მოსალოდნელი ზუგდიდშიც. დღისით +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში დღე უმეტესად მზიანი იქნება, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ამბროლაურში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, დღე უმეტესად მზიანი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმაა მოსალოდნელი ახალციხეში, სადაც დღისით +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს.
+27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსი იქნება, იქროლებს ქარი.
გორში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +15 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება.
გუდაურში, დღისით +17 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. იწვიმებს. უხვი ნალექია მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღე იქნება ლაგოდეხშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში იწვიმებს, დღის განმავლობაში +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი.
გურჯაანში იწვიმებს. დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე და +26 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი +18 გრადუსი იქნება.
რუსთავში დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია მცირე ნალექი. თბილისში დღის განმავლობაში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი.