„3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება“,_ ამის შესახებ გარემოს ეროვული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.