24 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღინიშნავს.
აღდგომის ღამეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ “გურია ნიუსი” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელს დოდო გვაზავას ესაუბრა.
“აღდგომის ღამეს უნალექო, თბილი ამინდია მოსალოდნელი. ღამით ტემპერატურა შესაძლოა +17, +18 გრადუსიც კი იყოს”,_ ამბობს გვაზავა.