გურიაში, უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ.
“გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, რომ ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.
“მოსალოდნელია არამდგრადი ამინდი ხანმოკლე წვიმებით. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას დღეს არის მაქსიმალური სიცხე, 13 ივნისიდან ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +26, +27 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს. შედარებით მნიშვნელოვანი წვიმები შეიძლება იყოს 16-17 ივნისს”,_ ამბობს გვაზავა.