გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 – 30 მაისს, დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +24, +29 გრადუსი იქნება. 31 მაისს და 1 ივნისს გაწვიმდება, ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსამდე დაიკლებს. 2 – 4 ივნისს იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში და ისევ დათბება.
რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა 29 – 31 მაისს +23, +28 გრადუსი იქნება, 1 – 2 ივნისს 4 – 5 გრადუსით დაიკლებს, 3 – 4 ივნისს ისევ +28 გრადუსამდე მოიმატებს.