გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მასშტაბით უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 9-11 გრადუსი იქნება, მაღალმთიან რაიონებში კი 1-3.
აღმოსავლეთ საქართველოს მთაში ტემპერატურა -2 -4 გრადუსამდე დაიწევს, ქართლში 6-8, ხოლო კახეთში 7-9 გრადუსი იქნება. თბილისში კი ჰაერი 6-8 გრადუსამდე გათბება.
































































