საქართველოში 12 ივლისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა 12 ივლისის შემდეგ ისევ არამდგრადი ამინდი იქნება.
როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, 13 ივლისს დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სავარაუდოდ, ჰაერი ტემპერატურა დაბლობში 37, ხოლო მთიან მუნიციპალიტეტებში 35 გრადუსამდე დათბება.
აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე, როგორც დასავლეთით, საღამოსა და ღამის საათებში ზოგან, შესაძლოა, იწვიმოს.
“12-ში დღის მეორე ნახევრიდან კვირის ბოლომდე იქნება თითქმის ყოველდღე ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ბათუმსა და ქობულეთის ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს 32 გრადუსამდე, გურიისა და სამეგრელოს სანაპირო ზოლზე 35 გრადუსამდე. 12 ივლისიდან კვლავ ტემპერატურის კლებას ველოდებით“, _ ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.