19 აგვისტოს ბახმაროში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 18-19 აგვისტოს ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი, რაც ხანმოკლე წვიმას ელჭექით გამოიწვევს.
“19 აგვისტოს, შუა დღის საათებში, არ არის გამორიცხული რომ ბახმაროში გაწვიმდეს. მოსალოდნელია შედარებით ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა, რაც უფრო იურთიერთქმედებს კავკასიონის ქედის მთის ჰაერის მასებთან, სადაც შესაძლოა ძლიერი ნალექიც კი, თუმცა აღნიშნული ჰაერის მასები გურიის მთებს სწრაფად შორდება, რაც ბახმაროში ხანმოკლე წვიმას გამოიწვევს ელჭექით”,_ გვითხრა გვაზავამ.
ინფორმაციისთვის, ბახმაროში 19 აგვისტოს, ფერისცვალება დღეს, ტრადიციული დოღის ჩასატარებლად ემზადებიან.
როგორც ცნობილია, დოღი 2 საათზე დაიწყება, მანამდე კი ბახმაროს ფერისცვალების სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინება.