მარტის პირველ კვირას გურიაში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
„ეს კვირა არამდგრადია. იწვიმებს დღის პირველი ნახევრიდან 4 მარტის დღის პირველ ნახევრამდე. წვიმაა მოსალოდნელი 7 მარტსაც. მაღალ მთაში მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა შეიძლება დაფიქსირდეს 3 მარტის, 5 მარტის და 6 მარტის ღამის საათებში -2, 0 გრადუსის ფაქრგლებში.
დღის ტემპერატურის დიდად მომატება არაა მოსალოდნელი და 4 მარტის ჩათვლით 10 გრადუსამდე დაფიქსირდება. 4-5 მარტს შეიძლება 12-16 გრადუსამდე მოიმატოს დღისით ჰაერის ტემპერატურამ. შემდეგ კვლავ წვიმაა მოსალოდნელი და ტემპერატურა დაიკლებს 8-12 გრადუსამდე დაბლობ რაიონებში“,_ გვითხრა დოდო გვაზავამ.