კორონავირუსს ჩოხატაურელი მასწავლებელი, ციცინო სადუნიშვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
“როგორი იმედი მქონდა, რომ იბრძოლებდით და არ დანებდებოდით, რომ ეს საზიზღარი კორონა ვერაფერს დაგაკლებდათ. როგორ გამიხარდა მესიჯი რომ მომწერეთ რამდენიმე დღის წინ: ,,მადლობა ჩემო სოფოო”. არასოდეს დაგივიწყებთ! უფალს ებარებოდეთ, ჩემო ტკბილო და საყვარელო ციცინო მასწავლებელო”, _ წერს სოციალურ ქსელში ციცინო სადუნიშვილის ყოფილი მოსწავლე სოფო ჩანტლაძე.
ციცინო სადუნიშვილი წლების განმავლობაში ჩოხატაურის #1 საჯარო და შუაფარცხმის საჯარო სკოლების უცხო ენის მასწავლებლად მუშაობდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქალბატონი ციცინო სადუნიშვილის გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.