ეკოლოგიური, სუფთა, სწრაფი, ლამაზი – ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ახალი ავტობუსი სწორედ ასეთი იქნება.
ავტობუსი ძველ მოდელებთან შედარებით 20%-ით მეტ მგზავრს იტევს.
ახალი ავტობუსის ტექნიკური პარამეტრების გათვლა მიმდინარეობდა ქალაქებსა თუ ქვეყნებში ავტობუსის პოტენციური დატვირთვის გათვალისწინებით. ინჟინრები ცდილობენ ახალი მოდელის ადაპტირებას საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციებთან. სატესტო შემოწმებები მიმდინარეობდა როგორც კომპიუტერის მონიტორზე, ასევე ხის სიმულიატორზე.
„ეს სრულიად ახალი ავტობუსია. მას ფართო მოძრავი კარები აქვს, რაც აჩქარებს მგზავრების ჩასხდომას. ასევე გვაქვს ბევრი დასაკეცი სკამი. პიკის საათებში შესაძლებელია მათი გახსნა. მძღოლის სავარძელი ცენტრში მოვათავსეთ, გვერდით ბორბლებს შორის. თვითონ ბორბლები ოდნავ წინ გამოწეულია, ასე იზრდება კაბინის ფართობი. ავტობუსის უკანა ნაწილისთვის კი პლასტიკური დეტალები გამოვიყენეთ, რომლებიც სინათლეს ატარებს. ჩვეულებრივ ამ სექციაში სიბნელეა, აქ კი საკმარისი განათებაა,“ – ამბობს ინჟინერი ლარს კარლდენი.
ახალი ავტობუსი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში იქმნება. ევროპაში გადაზიდვების ნახევარი ავტობუსებით ხორციელდება.
ავტობუსის პროტოტიპმა წარმატებით გაიარა პარიზის და დრეზდენის ქუჩები. ხოლო გიოტებორგელებისათვის ის უკვე ჩვეული სამგზავრო ტრანსპორტია.