მორიელი
სწრაფად და ზედმეტი ფიქრის გარეშე შერჩეული პირველივე ადგილი იდეალურ ლოკაციად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ამ ნიშნისთვის უშუალოდ საქორწილო ცერემონიის მთავარ მომენტამდე მთელი ეს პროცესი სრულიად უინტერესო რამეს წარმოადგენს და მორიელი მხოლოდ დაქორწინების შემდეგ უფიქრდება სერიოზულად ქორწინების ფასს, თუმცა დაქორწინების ფაქტის გააზრებისთანავე უდიდესი ერთგულებით გამოირჩევა საქორწინო ფიცის მიმართ.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებისთვის აუცილებელია საკუთარი სახლიდან რაც შეიძლება შორს დაქორწინდნენ. თუკი ქორწილის სტუმრებს დედამიწის მეორე ნაწილში გადაისვრიან და ცერემონიას ეგზოტიკურ გარემოში ჩაატარებენ, ეს მათთვის იდეალური ვარიანტი იქნება.
თხის რქა
ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის საქორწილო ტრადიციები ყველაზე მნიშვნელოვანია. მთავარია ჯვრისწერა ეკლესიაში ჩატარდეს და ყველა ოჯახის წევრი მის გვერდით იყოს.
მერწყული
მერწყულებისთვის მთავარია საქორწილო წვეულება მთელი შაბათ–კვირის მანძილზე გაგრძელდეს და ოჯახის წევრებთან ერთად დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად გაერთოს. თუკი მთელი ეს ცერემონია გემზე გაიმართება, მისთვის ყველაზე იდეალურ ვარიანტი იქნება.
თევზები
ეს მაგიური ხასიათის მქონე ადამიანის ნიშანია და მისთვის მისტიური ვიზუალის მქონე ტბასთან სიახლოვე დაქორწინებისას აუცილებელია, ამიტომაც რომელიმე ლამაზი მთის ძირში მდებარე ცივი წყლის სანაპირო იდეალური ლოკაციაა ბედნიერი დღისთვის.
ვერძი
ვერძებისთვის უინტერესოა ფერადი გადასაფარებლები და მორთული გარემო. მთავარია ქორწილი და მისი შემდგომი წვეულება მოკლე და თანამედროვე სტილის იყოს, რათა ზედმეტი თავისტკივილის გარეშე ელეგანტურად გაატარონ დრო და მალევე გაეშურონ საქორწილო მოგზაურობაში.
კურო
ყველაზე გაწონასწორებული და მკაფიოდ გამოხატული ხასიათის მქონე ნიშნისთვის ცოცხალი და მოძრავი გარემო იდეალური ადგილია. კურო ქორწილისთვის ყველაზე შესაფერის განწყობას ტყეში ან ლამაზ ბაღში გამართული ცერემონიის დროს იგრძნობს.
ტყუპები
გლამურული დეკორაციებით გაფორმებული დარბაზი და თვალისმომჭრელი გარემო ტყუპებისთვის კარგი ხასიათის გარანტიაა. მათთვის საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული დროა იდეალური, ამიტომაც მასკარადის ტიპის ცერემონია, სადაც ყველასთან ერთად შეეძლებათ სოციალიზაცია, მართლაც რომ შესაფერისი ვარიანტია.
კირჩხიბი
ამ ნიშნის შესახებ საუბრისას ერთადერთი და გამოკვეთილი თემატიკა არსებობს და ბევრი ფიქრი არ დაგჭირდებათ. კირჩხიბისთვის სანაპიროზე, ქვიშაზე შიშველი ფეხით სეირნობა და ტალღების ფონზე გართობა ყველაზე მოსაწონი ცერემონიაა.
ლომი
ლოკაციისა და დეკორაციების მიუხედავად, ლომების ქორწილი აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს დრამატული ხასიათის ცერემონიალით, რის საუკეთესო მაგალითსაც ცეცხლოვანი საჰაერო შოუები წარმოადგენს.
ქალწული
მხოლოდ უახლოესი მეგობრების წრეში მოწყობილი ცერემონია რომელიმე მინიმალისტური სტილის რესტორანში, ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებს სრულიად დააკმაყოფილებთ. მათთვის მთავარი რეალისტური გარემო და პირადი სივრცის შენარჩუნებაა.
სასწორი
სასწორის ნიშნის წარმომადგენლებისთვის ბუნების წიაღში მოწყობილი გართობა ყველაზე კარგ განტვირთვას წარმოადგენს. შემოდგომის ფოთოლცვენის ფონზე მოწყობილი საქორწილო წვეულება მათთვის საუკეთესო არჩევანია.