როგორი პატივსაცემი და სასურველიც არ უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა – ამბობს ჩეჩნთის ლიდერი, რამზან კადიროვი Telegram-ში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
კადიროვი ამავე მიმართვაში აღნიშნავს, რომ ახლა უკვე გამოცდილია და უვადო შვებულებაც დაიმსახურა.
“მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ თურმე მე ვარ „დღეგრძელი“ რუსეთის ფედერაციის სუბიექტების მოქმედ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონაც შევამჩნიე, რომ ძალიან დიდ ხანს შემოვრჩი. მიმაჩნია, რომ სავსებით დავიმსახურე უვადო და ხანგრძლივი შვებულება. ვიმედოვნებ, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ. ჩვენ, კავკასიელებს, გვაქვს გამოთქმა: როგორი პატივსაცემი და სასურველიც უნდა იყოს სტუმარი, თუ ის დროულად მიდის, ის ასევე სასიამოვნოცაა. ამიტომ ვფიქრობ, ჩემი დროც დადგა. ვიდრე არ გამაგდეს. როგორც აღმოჩნდა, მე უკვე მოხუცი ვარ, ოდესღაც კი ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი. ჩვენ ამაზე ფიქრი უკვე დავიწყეთ და ვეცდებით, დროულად წავიდეთ”,- ამბობს კადიროვი.