ახალი წლიდან შტატ მინესოტაში საავადმყოფოებსა და პერინატალურ ცენტრებში შემოღებულია ოფიციალური აკრძალვა თოთო ბავშვების მჭიდროდ შეხვევასთან დაკავშირებით. კალიფორნიასა და პენსილვანიაში ჯერ კიდევ გასული წლიდან საავადმყოფოებს თუმცა არ ეკრძალებათ, მაგრამ დაბეჯითებით ეძლევათ რეკომენდაცია – თავი შეიკავონ საფენების მჭიდროდ შეხვევისაგან.
მჭიდროდ შეხვევას ჰყავს თავისი, როგორც მოწინააღმდეგეები, ისე მომხრეები ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც. მოწინააღმდეგეები თვლიან, რომ ბავშვები, რომლებიც მჭიდრო საფენებში იზრდებოდნენ, ნაკლებად თავისუფალნი და ნაკლებად კონტაქტურები იზრდებიან; მომხრეები კი პირიქით, მიიჩნევენ, რომ მჭიდრო საფენებში ბავშვი ისევე კომფორტულად გრძნობს თავს, როგორც დედის მუცელში – უფრო ადვილად უმკლავდება დაბადებით გამოწვეულ სტრესს და ყალიბდება ჰარმონიულ პიროვნებად.
რაც შეეხება მინესოტელთა ამჟამინდელ აკრძალვას, ის არ არის პირობადებული მომავალში მჭიდრო შეხვევების შედეგების რაიმე ფსიქოლოგიურ მოლოდინთან. აკრძალვა ძირითადად გამოწვეულია ბავშვის უეცარი სიკვდილის სინდრომის – „SIDS“-ის თავიდან აცილების მიზნით. იმავე მიზეზით ექვემდებარება აკრძალვას აგრეთვე რბილი საბავშვო სათამაშოები.