გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ბაილეთში საზარელი ავტოავარია მოხდა _ დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან “მედალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მიიყვანეს.
“ორი ბავშვი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან, ერთი კი ქალა ტვინის დაზიანებით გადაყვანილია ქუთაისის ბავშვთა რეამინაციაში.
ორი ქალბატონი კვლავ აგრძელებს მკურნალობას, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია,“ – გვითხრა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ.