ბახმაროში გუშინ 200 კოვიდტესტი ჩატარდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს.
ჩატარებული ტესტებიდან ინფიცირების 2 შემთხვევა დაფიქსირდა.
„ერთ-ერთი კვების ობიექტის წინ ჩაუტარეს ტესტი და აღმოჩნდა დადებითი. გაბრუნდნენ უკან“,_ გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.
როგორც ცნობილია, ისინი დასასვენებლად ბახმაროში თბილისიდან გუშინ ჩავიდნენ, მაგრამ კურორტის ტერიტორიაზე არ შესულან.
ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ტესტირება შეიძლება რამდენიმე დღეში ისევ გაიმეორონ.
ამ დროისთვის, ბახმაროში კორონავირუსის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული. ოჯახი იზოლაციაში იმყოფება და მათ გამოჯანმრთელებამდე რამდენიმე დღე რჩება.