მთარგმნელი დათა ხარაიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“სალამი მეგობრებო,
უღრმესი მადლობა ყველას – მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს. არც კი ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა ამ წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის.
საავადმყოფოდან გამომწერეს, თავს მშვენივრად ვგრძნობ. დაკავების და ცემის შიში რომ მქონოდა, იქ არც ვიქნებოდი.
დანარჩენზე მოგვიანებით ვრცლადაც დავწერ”,_ ამ პოსტს სოციალურ ქსელში დათა ხარაიშვილი აქვეყნებს.
შეგახსენებთ, დათა ხარაიშვილი პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ცემეს.