თბილისში, კავკასიის სამედიცინო ცენტრში ძალადობის მსხვერპლი მონაზონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაცემაზე უარს ამბობენ. ცხრამუხის მონასტრის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ელიაძემ “მთავარ არხს” უთხრა, 70 წლის მონაზვნის მდგომარეობა უმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
“ინტენსიურშია, პალატაში, მკურნალობს, რეაბილიტაციას გადის, ასე ვიცი მე, რომ სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ღვთის მადლით, არაფერი არ სჭირს”, – ამბობს დეკანოზი, მიქაელ ელიაძე.
ცნობისთვის, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა. ქალი მონასტერში, სავარაუდოდ, მარტო იმყოფებოდა.
მომხდარი თავდასხმის ფაქტზე დაკავებულებიდან ერთი ადგილობრივი, მეორე კი მასთან სტუმრად მყოფი პირი იყო. პროკურატურამ მათ ბრალი მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე წარუდგინა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
წყარო: mtavari.tv