ოკუპირებულ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ლუგანსკის, დონეცკის, ხერსონისა და ზაპორიჟჟიის ოლქებში, რომლებიც უკრაინის ტერიტორიის, დაახლოებით, 15%-ს წარმოადგენენ, კრემლმა რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი დაიწყო. ამის შესახებ reuters წერს.
ე.წ. რეფერენდუმი გუშინ 23 სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების ინფორმაციით, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას “რეფერენდუმში” მონაწილეობის მიღებას აიძულებენ, კერძოდ, მათი თქმით, შეიარაღებული დაჯგუფებები მოსახლეობის სახლებში მიდიან და სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. გარდა ამისა, უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, ადგილობრივებს ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება ე.წ. რეფერენდუმის დასრულებამდე ეკრძალებათ.
რუსული გამოცემების ინფორმაციით, დონეცკის ოლქში პარასკევს აქტივობამ 23,6% შეადგინა, ზაპოროჟიეს ოლქში ამომრჩეველთა აქტივობა იყო 20,5%, ხერსონის ოლქში კი, ამომრჩეველთა 15%-მა ხმა მისცა ხმა.
“ჩვენი აზრით, ეს საკმარისია კენჭისყრის პირველი დღისთვის”, – თქვა ხერსონში, რუსეთის მიერ დანიშნულმა საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა მარინა ზახაროვამ.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ საარჩევნო უბნებზე შეიარაღებული ხალხი დადის.
როგორც reuters წერს, საარჩევნო უბნები მოეწყო მოსკოვშიც, იმ რეგიონების მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ახლა რუსეთში ცხოვრობენ.
ავტორი