ლანჩხუთში კორონავირუსით ინფიცირების 46 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა,ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
„ინფიცირების შემთხვევები რამდენიმე ოჯახშია დაფიქსირებული. გაფანტული შემთხვევებია სხვადასხვა სოფლებში. ძირითადად გამოვლენილია აკეთსა და მამათში“,_ ამბობს მენაღარიშვილი.
სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 3262 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2853 პაციენტი, გარდაცვლილია 47. აქტიურია ინფიცირების 367 შემთხვევა.
[sexy_author_bio]