ბახმაროში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„ბახმაროში, ბოლო დღეების განმავლობაში, შემცირდა ინფიცირების მაჩვენებელი. 2 დღის წინ ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ იყო, გუშინწინ დაფიქსირდა 2 შემთხვევა. ინფიცირება დაუდასტურდათ დასასვენებლად ჩასულ ადამიანებს. მათ დატოვეს ბახმარო. გუშინაც არცერთ შემთხვევაში არ დაფიქსირებულა“,_ ნატო ჯიბუტმა.
[sexy_author_bio]