ჩოხატაურში ბოლო 48 საათის განმავლობაში კორონაირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევაა დაფიქსირებული.
„ეს შეიძლება შაბათ-კვირას ტესტირებების შემცირებული რაოდენობით იყოს გამოწვეული“,_ განმარტავს „გურია ნიუსთან“ საუბრისას ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო ჯიბუტი.
სულ ჩოხატაურში კორონავირუსით ინფიცირების 1358 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 1278 ადამიანი, გარდაცვლილია 17. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა სოფელ გუთურში დაფიქსირდა.
რაც შეეხება ეპიდვითარებას, ჯიბუტი ამბობს, რომ ახალი ეპიდკერები არ ფიქსირდება.
„ახალი ეპიდკერები არ გვაქვს. რაც გვაქვს, ისიც არის ჩაქრობის პირას. აქტიურია ინფიცირების 63 შემთხვევა, გვყავს როგორც საშუალო სიმძიმის, ისე მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები. მკურნალობენ როგორც ჩვენთან, ადგილობრივ კლინიკაში, ისე მუნიციპალიტეტს გარეთ“,_ გვითხრა ჯიბუტმა.


































































