ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, _ ინფორმაცია ,,გურია ნიუსს” საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარინა თევზაძემ მიაწოდა.
მისივე თქმით, დღეს სამტრედიაში 34 პირი გადავიდა თვითიზოლაციაში.
“ზოგადად რაიონში კოვიდ-19-ის სულ დადასტურებული 3593 შემთხვევაა. აქედან გამოჯანმრთელებულია 3285 პირი. სამტრედიაში კორონავირუსით გარდაცვალების 36 ფაქტია დაფიქსირებული”, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მარინა თევზაძემ.