ბახმაროში, ბოლო 3 დღის განმავლობაში, კოვიდინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„ტესტირებები მიმდინარეობს, მაგრამ არ ყოფილა დადებითი შემთხვევა“,_ გვითხრა ჯიბუტმა.