ჩოხატაურში ეპიდვითარება გაუმჯობესებულია. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
„მთელი კვირის განმავლობაში ინფიცირების 2 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვალება არ ყოფილა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი იმატებს, ინფიცირებულების იკლებს“,_ გვითხრა ჯიბუტმა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებული იყო კორონავირუსის 1373 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1345 ადამიანი, გარდაცვლილია 18. აქტიური რჩება ინფიცირების 10 შეთხვევა.