ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 676 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 958 შემთხვევა, აჭარა – 538, იმერეთი – 319, ქვემო ქართლი – 115, შიდა ქართლი – 80, გურია – 77, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 161, კახეთი – 297, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 2676 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
ამავე ინფორმაციით, გასულ 24 საათში 4119 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 30 კი გარდაიცვალა.