ლანჩხუთში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხდა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთში სულ დაფიქსირებულია კორონავირუსის 2363 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 2271 ადამიანი, გარდაცვლილია 39. აქტიურია 53 შემთხვევა.
ინფიცირებული პაციენტებიდან ბინაზე მკურნალობს 39, კლინიკაში კი 14.