ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ეპიდვითარების შესახებ საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების მცირედი კლება შეინიშნება, თუ ორშაბათის სინდრომს არ ჩავთვლით.
“მცირედი კლება შეინიშნება, ზოგადი მაჩვენებელი ცოტათი დაკლებულია და ოდნავ მომატებულია იმუნიზაციის რაოდენობა”,_ ამბობს მენაღარიშვილი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 4740 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4173 პაციენტი, გარდცვლილია 59. აქტიურია 508 შემთხვევა.