ლანჩხუთში ინფიცირების შემთხვევები ძალიან შემცირებულია. ბოლო სამი დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დროისთვის კლინიკაში არცერთი პაციენტი არ იმყოფება. ამის შესახებ “გურია ნიუსთან” საუბრისას ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განაცხადა.
“ინფიცირების ახალი შემთხვევა სამი დღეა არ დაფიქსირებულა. ამ წუთას არის 2 აქტიური შემთხვევა. მკურნალობენ ბინაზე. გუშინ გავწერეთ კლინიკიდან ბოლო პაციენტი. სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 10839 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 10837 პაციენტი, გარდაცვლილია 83”,_ ამბობს მენაღარიშვილი.